2017- 2018 სასწავლო წელი
კითხვის კონკურსი
პროექტები
2016- 2017 სასწავლო წელი
1) გრძელვადიანი პროექტი : ,,ვისწავლოთ წაკითხულის გააზრება."
ჩემი პროექტის მიზანია ის , რომ მოსწავლეებს შევაყვარო კითხვა,გამოვუმუშავო კითხვის მარტივი უნარები, წავიკითხოთ ასაკის შესაბამისი წიგნები. ყოველ თვეში ვკითხულობთ ერთ წიგნს და თვის ბოლოს მოვაწყობთ განხილვას.
კერძოდ: 1) დავახასიათოთ პერსონაჟები, გამოვიყენებთ გმირის რუკას;
2) რომელი პერსონაჟი მოგვეწონა და რატომ? ვიმსჯელებთ
3) რა მოგვეწონა წაკითხულიდან ყველაზე მეტად; რატომ?
4) რამ გამაოცა;
5) რა ვისწავლე;
6) ვის ურჩევდი წაეკითხა;
ერთმანეთთან კითხვა პასუხისა და თავისუფალი მსჯელობისათვის შევქმნი შესაბამის გარემოს .
კითხვა დავიწყეთ ---- 7 ნოემბერს , ვადა 1 თვე
1)ვკითხულობთ სულხან - საბა ორბელიანის იგავ -არაკებს (1 თვე)
2)წავიკითხეთ ,, ყინულის დედოფალი"( ზამთრის არდადეგებზე)
3)ვკითხულობთ რევაზ ინანიშვილის კრებულს ,,ბიბო და სხვა მოთხრობები''
იმისათვის, რომ კითხვა საინტერესო და სახალისო გამხდარიყო, კრებულის პირველი მოთხრობა ,,მეიარაღის გოგონას ამბავი'' წავიკითხეთ კლასში. გავარჩიეთ რა მოგვეწონა ,რამ მოახდინა ჩვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება. დავალებად კი ბავშვებს უნდა დაეხატათ ის ეპიზოდი, რომელმაც ყველაზე დიდი ემოცია გამოიწვია მათში. მეორე დღეს კლასში გაიმართა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია. (სწავლა კეთებით) ბავშვებმა ყველა კუთხიდან შეძლეს პერსონაჟების დახასიათება.
4)ასევე კლასში წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა,, დიდი ზამთარი''ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე.ვკითხულობდით ნაწილ-ნაწილ და ბავშვები გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო შემდეგ ( ვარაუდების გამოთქმა) რამაც უფრო საინტერესო გახადა კითხვის პროცესი. დავალებად მივეცი დაეხატათ მოთხრობის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ.მეორე დღეს გვქონდა მხიარული და შინაარსიანი პრეზენტაცია .დამახსოვრების ხარისხი იყო შთამბეჭდავი.

5) დავამუშავეთ მოთხრობა ,,მუდამ მწვანე ხეები'' ვისაუბრეთ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე. თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მარადმწვანე ხეებს არა მარტო ადამიანისათვის , არამედ ფრინველებისათვის.
ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი ნახატები და ისაუბრეს ბუნების ცვლილებებზე.

No comments:
Post a Comment